29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ გადასვლას დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობის მეშვეობით შეძლებენ

თურქეთში სამუშაოდ გადასვლის სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან წარადგინონ დამსაქმებელთა მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, რომლის საფუძველზეც შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოში დაბრუნებისთანავე ვალდებულნი იქნებიან 2-კვირიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ.

"დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მაცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევების საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა და ყველას გადადინება მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ ამიტომ ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა, 3-თვიანი, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლების მხრიდან," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები