29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"დღეს დავასახელებთ პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ოჯახს უთხრეს, თქვენი გოგო პრობლემაშიაო" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ისინი დაასახელებენ პირს ან პირებს, ვის ჰქონდა კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახთან, ვიდრე ახალგაზრდა გოგოს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გამოძიება, ასევე, დაინტერესდება ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას, რომელიმე სამართალდამცველის მხრიდან.

"ჩვენ მოვედით იმ პირების დასახელებაზე, რომლებიც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, რომელმაც უთხრა ოჯახს კომპიუტერთან დაკავშირებით, რომ პრობლემაშია მისი გოგო და რომლებმაც უთხრეს, რომ რა საჭირო იყო ეს აქციებიო. ეს ადამიანები დასახელდებიან და ესენი არიან პოლიციის მაღალჩინოსნები,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4 დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები