29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1- სოფელი გაჩიანიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1- სოფელი გაჩიანიდან არის. 

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ჯერ-ჯერობით ვითარება კონტროლირებადია და ამ ეტაპზე, ცალკეული რეგიონების ჩაკეტვის საჭიროება არ დგას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1137-მდე გაიზარდა. 

2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და 922-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდაცვლილია 16 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6439 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 326.

დღის ამბები