29 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
კინომუსიკის ტური მეგა შოუში - "რუსთავი 2"-ზე "დიდი სცენის" მეოთხე ცოცხალი კონცერტი იწყება

ნახევარ საათზე ნაკლები რჩება "დიდი სცენის" დაწყებამდე. კონკურსანტებმა უკვე გაიარეს გენერალური რეპეტიცია. დღეს მეგა შოუს მეოთხე ცოცხალი კონცერტია. შესრულდება ნაწარმოებები კინომუსიკიდან. პროექტის მუსიკალურმა პროდიუსერებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა მაქსიმალურად გაითვალისწინა კონკურსანტების სურვილებიც. დღევანდელ კონცერტზე ბევრი ნაცნობი მელოდია გაჟღერდება და ეს ტური მთლიანად უცხოენოვანი იქნება.

"ვფიქრობ, რომ საუნდტრეკების ტური ყოველთვის საინტერესოა, იმიტომ რომ ყველასთვის ნაცნობი სიმღერებია და ჩვენ ველოდებით კონკურსანტისგან როგორ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს და როგორ გაექცევა სიმღერის ერთიერთში დაკოპირებას," - ამბობს ჟიურის წევრი, ცნობილი მუსიკოსი გიორგი ცაგარელი,

დღეს კონკურსს ერთი მონაწილე უნდა გამოეთიშოს, ამიტომ ფავორიტი შემსრულებლის გადარჩენა მაყურებლის აქტიურობაზეა დამოკიდებული.

მეგაშოუ "დიდი სცენა" "რუსთავი 2-ის" ეთერში 9 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე 22:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები