1 მეხანძრე დაიღუპა და 7 დაშავდა პორტუგალიაში ძლიერი ხანძრის დროს.
ოლეიროსის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარს ამ დრომდე ათასამდე მეხანძრე ებრძვის. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის სალიკვიდაციო პროცესს ხელს ძლიერი ქარი უშლის.