29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"სიმღერები ერთობლივი ძალებით შევარჩიეთ" - რამდენიმე საათში "დიდი სცენა" დაიწყება

რამდენიმე საათი რჩება "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში "დიდი სცენის" დაწყებამდე. დღეს მეოთხე ცოცხალი კონცერტია. მეგაშოუში აჟღერდება კინომუსიკა. კონკურსანტები, ჟიური და გადაცემის წამყვანები უკვე ემზადებიან დიდი სცენისთვის. 

"სიმღერები ერთობლივი ძალებით შევარჩიეთ. კმაყოფილები არიან კონკურსანტებიც პროდუსერებიც და ჩვენც. მაყურებელს ძალიან დიდი სიამოვნება ელის წინ,"- უთხრა "კურიერს"მომღერალმა მარიკო ლეჟავამ.

"სიმღერას რომელსაც ვასრულებ, ჩემთვის ყველაზე ახლოს არის გულთან, იმიტომ რომ ჩემ ხასიათში კარგად ჯდება და იმედი მაქვს, ძალიან კარგად შევასრულებ,"- ამბობს პროექტის მონაწილე მემე ჟორდანია.

"მოლოდინი არასდროს არ მაქვს არაფრის, იმიტომ რომ ვცდილობ კარგად გამოვიდე და გრძნობით ვიმღერო. მერე რაც იქნება, ეგ უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული,"- დასძინა პროექტის მონაწილე გიორგი ფუტკარაძემ

მეგაშოუ "დიდი სცენა" "რუსთავი 2-ის" ეთერში 9 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე 22:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები