29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ გატაცებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია. ის სოფელ მეჯვრისხევთან ახლოს დააკავეს.

ლეჟავა, ამ დროისთვის, რუსთავის საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

პირი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. გატაცების ადგილი კი, დაახლოებით, იგივე ტერიტორიაა, საიდანაც რამდენიმე კვირის წინ ხვიჩა მღებრიშვილის გაიტაცეს.

დღის ამბები