29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
რა ხდება ბაზრობებზე, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყაროს დადგენა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. 1 სამედიცინო პერსონალია, 5 ლილოს ბაზრობის თანამშრომელია. 6 იმპორტირებულია. მათ შორის 4 სატვირთო მანქანის მძღოლია. 

ახლა ლილოში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დასაქმებულ მოქალაქეებს გაფართოებული ტესტრება უტარდებათ. ტესტირების პასუხები განსაზღვრავს გადაწვეტილებიას შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ბაზრობების დახურვა დღის წესრიგში არ დგას. 

გამკაცრებულია რეგულაციების "დინამო არენასთან" მდებარე ბაზრობაზეც, ადგილზე თერმოსკრინინგი უტარდებათ.

"მოხალისეთა ჯგუფები იქმნება, ვცდილობთ დეზინფექცია ჩავატაროთ ბაზრობის მთელ ტერიტორიაზე. პირბადეს ვიყენებთ და დეზობარიერები გვაქვს,"- ამბობს "დინამო არენას" ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე.

საქართველოში დღეს დადასტურებული 14 შემთხვევიდან, ორი ბათუმში დაფიქსირდა. მათ ინფექცია ბათუმის საკარანტინო სივრცეში აღმოაჩნდათ. ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში სარფის გავლით შემოვიდა. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა. მეორე ინფიცირებული კი ყაზახეთის მოქალაქე სატვირთოს მძღოლია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარობაც ამ ეტაპზე მძიმეა.

"ყაზახეთში ყოფნის პერიოდში სიცხიანობდა და თვითმკურნალობას იტარებდა. შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და მოხვდა საკარანტინო ზონაში, სადაც მესამე დღეს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ჩაუტარდა ტესტი და და დაუდასტურდა "კოვიდ19". კომპიუტერული კვლევით კი პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღმოაჩნდა, რის გამოც მისი მდგომარეობა ითვლება მძიმედ.,"-ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე.

ამ დროისთვის საქართველოს სხვდასხვა კლინიკებში, კორონავირუსით ინფიცირებული 211 პაციანტი მკურნალობს. 

დღის ამბები