ისრაელის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლებია. დემონსტრანტებმა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. მომიტინგეები ნეთანიაჰუს კორუფციასა და პანდემიის წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.
დემონსტრანტები აპროტესტებენ გასულ კვირას მიღებულ კანონსაც, რომელიც პანდემიის პირობებში მთავრობას განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებს.