29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
კიმ ჩემ ინმა სასაზღვრო ქალაქში კარანტინი გამოაცხადა - ჩრდილოკორეაში ამბობენ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამო სასაზღვრო ქალაქ კესონში კარანტინი გამოაცხადა. კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე ვითარებას კრიტიკული უწოდა. მათი ინფორმაციით, ინფიცირებულმა სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საზღვარი 19 ივლისს უკანონოდ გადაკვეთა.

მზარდია სტატისტიკა იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაშიც. ერთ დღეში იაპონიაში 830, ჩინეთში - 46, სამხრეთ კორეაში კი 58 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ავსტრალიაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 459 ადამიანს დაუდგინდა.

დღის ამბები