29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
მცხეთის კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტები მცხეთის სამედიცინო ცენტრს ჰყავს. კლინიკაში, ამჟამად, 54 პირი მკურნალობს.

განსაკუთრებით მძიმეა 80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც, თვეზე მეტია, მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. პაციენტს ქრონიკული დაავადებებიც აქვს. ის მართვით სუნთქვაზეა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, ქალი კლინიკაში თბილისიდან გადაიყვანეს - პაციენტი საბურთალოზე ცხოვრობს. 

"მისი მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქვს პოლიორგანული უკმარისობის და შოკის კლინიკა. ეს ქალბატონი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით," - განაცხადა მუმლაძემ. 

დადასტურებული შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან შემომავალ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს უკავშირდება.

დღის ამბები