29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსთავის გახსენებაზე ადამიანებს ფესტივალები და თეატრი ახსენდებოდეთ - ნინო ლაცაბიძის "მწვანე პოლიტიკის" გეგმები "შაბათის კურიერში"

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთი ქალია წარდგენილი სიიდან, პოლიტიკაში მოსვლას რუსთავში ქარხნების გამონაბოლქვისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარების გეგმით აპირებს. ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მოქალაქეებს რუსთავის გახსენებაზე გამონაბოლქვი და ქარხნები არ ახსენდებოდეთ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ რუსთავში აქტიურად დაიწყება "მწვანე პოლიტიკა" და მოეწყობა რეკრეაციული ზონები.

"აუცილებელია ქვეყნისთვის ეკონომიკის განვითარება, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ისე უნდა შევძლოთ, რომ ერთის მხრივ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, იმიტომ, რომ ათასობით რუსთაველია დასაქმებული ქარხნებში, ხელს ვუწყობთ, რომ საწარმოები განვითარდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით და ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე.

ჩემი მოვალეობაა, რომ სწორედ სუფთა ჰაერი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს მომავალში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსთავის გახსენებაზე ადამიანებს ახსენდებოდეთ ფესტივალები, თეატრი... ჩვენ აქტიურად დავიწყებთ რუსთავში "მწვანე პოლიტიკას", ესეც თანაბარი პროპორციით უნდა განვითარდეს, როდესაც საწარმოებია იქ რეკრეაციასა და მწვანე სივრცეს კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს," - ამბობს ნინო ლაცაბიძე. 

ნინო ლაცაბიძის შეფასებით, რუსთავს აქვს პოტენციალი, იყოს უფრო მეტად განვითარებული და აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკაში მისვლის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში აქტიურად იქნება ჩართული. 

დღის ამბები