29 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს უკიდურესად დამძიმდა 

ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ექიმები, მისი მდგომარეობის შეცვლას ვერ ახერხებენ. ინფიცირებული მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, სადაც ამ დროისთვის სულ 55 მოქალაქე გადის მკურნალობას, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე აცხადებს, რომ პაციენტს ვირუსთან ერთად რამდენიმე ქრონიკული დაავადებაც აქვს, რაც მის მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს. ექიმის ინფორმაციით, ქალბატონი მკურნალობას კლინიკაში ივნისის შემდეგ გადის და მისი მდგომარეობა ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენჯერმე უკიდურესად დამძიმდა. 

"ცენტრში მკურნალობს 56 COVID ინფიცირებული პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ხანგრძლივი პაციენტი, ივნისის თვიდან იტარებს ჩვენთან მკურნალობას, ეს არის მრავალი ქრონიკული დაავადებით დაავადებული ქალბატონი. შემოვიდა დადასტურებული კორონავირუსის ინფექციის დიაგნოზით, იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, მასთან იყო რამდენიმე ძალიან კრიტიკული მომენტი, როდესაც მოხდა გულის გაჩერება, რითმის დარღვევა, აღვადგინეთ სასიცოცხლო ფუნქციები, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმე," - განაცხადა ლიკა მუმლაძემ. 

 

დღის ამბები