29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ყარაჯალარში მოსახლეობა კორონავირუსზე ტესტირებაზე ისევ უარს ამბობს, თუმცა მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია

ყარაჯალარის მოსახლეობის ნაწილი გამოკვლევებზე ისევ უარს ამბობს. სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო, სოფელი, უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია. სირთულეების მიუხედავად, ტესტირებული მოსახლეობის რაოდენობა, გუშინდელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა, ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 705 პირი შემოწმდა, აქედან, 377 ყარაჯალარის მკვიდრია. როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორი აცხადებს, აუცილებელია, დაახლოებით 2500-მდე ადამიანი სწრაფად შემოწმდეს.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ გუშინდელი ტესტების პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისი თქმით, დილიდან ექიმები კარდაკარ დადიან, რომ მოსახლეობას ტესტირება ჩაუტარდეს. 

დღის ამბები