29 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ევროპაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, გაახალგაზრდავდა ინფექციით დაავადებულთა ასაკიც. ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ის ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია.

პანდემიის მორე ტალღისთვის ემზადება საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. საფრანგეთში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს COVID-19-ზე ტესტირება აეროპორტებში ჩაუტარდებათ.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კატალონიაში, სადაც კარანტინი მოქმედებს, გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ესპანეთის რეგიონში ათ კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა, ასევე დაიხურა რესტორნები და სპორტ-დარბაზები.

მზარდია სტატისტიკა გერმანიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 781 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

დღის ამბები