ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი თითქმის 50 ათას ადამიანს დაუდგინდა. ინდოეთმა პოტენციურ ვაქცინაზე კლინიკური ცდები უკვე დაიწყო.
ქვეყანაში წარმოებული პოტენციური ვაქცინა ერთ-ერთია იმ 20-ს შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლინიკური ცდები ტარდება.