29 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
მზარდი სტატისტიკა მეზობელ სახელმწიფოებში - სომხეთში გასულ დღე-ღამეში 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მზარდია სტატისტიკა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. სომხეთში გასულ დღე-ღამეში 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 332-ით გაიზარდა ეს რიცხვი აზერბაიჯანში. უკრაინაში ეს მონაცემი 1100-ს, თურქეთში კი 937-ს შეადგენს.

რაც შეეხება რუსეთს, იქ ბოლო 24 საათში ვირუსის 5 871 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, 146 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რუსი მეცნიერები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც მუშაობენ, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში იქნება ხელმისაწვდომი.

"ჩვენ ვაქცინის დატესტვას ვაგრძელებთ. ნოემბერში მასშტაბურ ვაქცინაციას დავიწყებთ. ვაქცინა რომ უსაფრთხოა და ის წარმატებული იქნება ეჭვი არ მეპარება," - აცხადებს რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დიმიტროვი. 

დღის ამბები