29 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
აშშ-მ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის "რემდესივირის" მარაგის 90 პროცენტი შეისყიდა

შეერთებულმა შტატებმა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის "რემდესივირის" მარაგის 90 პროცენტი, ანუ 500 ათასი დოზა შეისყიდა. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სკოლებში სწავლა უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, კვლევები დაადასტურებს თუ არა ვირუსის გადაცემის ფაქტს.

"არსებობს სხვადასხვა კვლევა იმის შესახებ რომ ბავშვები ოჯახის წევრებს შორს COVID-19 -ის გადაცემის მთავარი წყარო. იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ინფექციის გადაცემას დაადასტურებს ვთვლით, რომ ბავშვებმა სკოლებში მაინც უნდა იარონ. რადგან მეცნიერულად ვიცით რომ ვირუსი ბავშვებს უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ვიდრე ზრდასრულებს," - აცხადებს თეთრი სახლის პრეს მდივანი, კაილი მაკენანი

დღის ამბები