კორონავირუსის შემთხვევები მატულობს იმ სახელმწიფოებში, რომლებმაც საწყის ეტაპზე პანდემია დაძლიეს. მაგალითად, ჩინეთში, რომელიც ინფექციის წყაროდ ითვლება, 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ბოლო 24 საათში ქვეყანაში მარტის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი 113 ადამიანს აღმოაჩნდა. აქედან 86 იმპორტირებულია.
"გამოვლენილი შემთხვევებიდან 86 იმპორტირებულია. მათ შორის 36 კორეელი მუშა და 32 რუსეთის ეკიპაჟის წევრია. ვხედავთ რომ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ინფექციის შემთხვევები გაიზარდა. ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ რამდენად კრიტიკული ვითარებაა მსოფლიოში და ვეცადოთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორის მოადგილემ, კვონ იუნ ვუკიმ.