29 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამსახურიდან სარეკომენდაციო წერილი მოითხოვა - კომპანია "ზეგ"-ის იურისტი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. გამოძიება კი ამ დრომდე არკვევს, რა ვითარებაში დაიღუპა გოგო, რომლის ცხედარიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს.

მომხდარზე ახალი დეტალების გარკვევას ცდილობს "კურიერიც". კომპანია "ზეგ"-ის, სადაც ახალგაზრდა ქალი იყო დასაქმებული, იურისტის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამსახურიდან სარეკომენდაციო წერილი მოითხოვა. ეს გარემოება, აჩენს ეჭვებს, რაში სჭირდებოდა ახალგაზრდა გოგოს მისი პროფესიული დახასიათების დოკუმენტი, თუ თვითმკვლელობა უკვე დაგეგმილი ჰქონდა.  

ადვოკატი ამბობს, რომ კომპანია საგამოძიებო უწყებას სთხოვს, მოხდეს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონისა და პირადი კომპიუტერის გახსნა. 

"სთხოვა სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაუმზადა და გადაუგზავნა თამარს. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც სარეკომენდაციო წერილს ითხოვს, გეგმავს მომავალს ხომ? ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის ჩვენთვისაც ეს. თვითონ კომპანია მზად არის თანამშრომლობაზე, როგორც საგამოძიებო ორგანოებთან, ასევე თამარის ოჯახის ადვოკატი იქნება თუ ნებისმიერი პირი დაინტერესებული. ინტერესია ამ კომპანიის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამოძიება. რასაც ვითხოვთ ჩვენი მხრიდან გამოძიებისგან, რომ მოხდეს თამარის ტელეფონი იქნება თუ პირადი კომპიუტერის გახსნა.

კონკრეტულად ციფრს ვერ გეტყვით, სხვადასხვა ხელფასები არის. ცუდი ანაზღაურება ნამდვილად არ ჰქონია და არ აქვთ თანამშრომლებს. ეს არის დამოკიდებული სამუშაო საათებზე და ვინ რას აკეთებს ან რა სირთულის პროგრამის გაკეთება შეიძლება მოუწიოს.

იქ მომუშავე ვინც არიან, კომპანიის მიერ გასაუბრებით ხდება შერჩევა, საჭირო კადრიც იყო და თვითონაც მოსწონდა იქ მუშაობა," - აცხადებს კომპანია "ზეგ"-ის ადვოკატი. 

დღის ამბები