29 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
მამის გადმოცემით, მას დაუკავშირდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და უთხრა, რომ თქვენი შვილი არის შარში - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გარდაცვლილის მამას ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოხდა გოგონას კომპიუტერის გაიხსნა, რის საფუძველზეც ასკვნიდა, რომ ახალგაზრდა ქალი "შარში" იყო. მიხეილ რამიშვილი აღნიშნული პირის დადგენას მოითხოვს. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოები საქმესთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს. მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვლს წერილი არ დაუტოვებია და საუბარია მხოლოდ საკანცელარიო ფურცელზე ნანახ ჩანაწერზე. 

"დაუკავშირდა, მამის გადმოცემით, ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და უთხრა, რომ კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი არის შარში. გამოძიების მხრიდან უნდა მოხდეს ამის დადგენა, ვინ იყო ეს პიროვნება. როგორც ამბობს, იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და შესაბამისად, უნდა მოვახდინოთ რეაგირება. არანაირი წერილი არ არსებობდა, ეს იყო ჩანაწერი პატარა ფერად ფურცელზე.

საგამოძიებო ორგანოებმა გადააგზავნეს მოთხოვნა ყველა ბანკში, თუ რა რაოდენობის თანხები ჰქონდა ბავშვს თავის ანაბარზე. ინტენსიურად მუშაობს საგამოძიებო ორგანოები, კითხვის ნიშანი ჩემი მხრიდან არ ნიშნავს, რომ თითქოს და არაფერი არ კეთდებოდეს," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

დღის ამბები