29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძე კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის 

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის სურვილია, საბურთალოს რაიონის მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იზრუნებს არა მხოლოდ რაიონის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და კრიზისის დაძლევაზე.

"საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. თითოეული მოქალაქის ტკივილი და გაჭირვება იქნება ჩემი ტკივილი. ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანთ ახალ სტანდარტებს, როდესაც პოლიტიკა ემსახურება ადამიანებს და არა პოლიტიკოსებს,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები