29 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
რუსთაველები თვლიან, რომ რუსთავი ციხესთან არ უნდა ასოცირდებოდეს - ნინო ლაცაბიძე

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავის საარჩევნო ოლქში ნინო ლაცაბიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ქალაქი რუსთავი ქართული ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს.

"ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რუსთავის ქვეყნის ეკონომიკაში შეაქვს ძალიან დიდი წვლილი. რუსთავში იქმნება დოვლათი და ეს დოვლათი ქალაქზე უნდა აისახებოდეს. თუმცა ეკონომიკური ზრდა ჯანმრთელობაზე და ამის ხარჯზე არ უნდა გადიოდეს ეს პრობლემა რუსთავში ნამდვილად არის ამის პრობლემა.

ამ ქარხნებში, სადაც ეს გამონაბოლქვია, საკმაოდ ბევრი რუსთაველი მუშაობს, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ ეს დასაქმებაც მათ ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახებოდეს.

მე მექნება მანდატი იმისა, რომ სხვადასხვა სტრუქტურებში გამოვიყენო ჩემი სწორი ხედვები და გვქონდეს გეგმა, როგორ გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტში ეკოლოგია.

რაც შეეხება ციხეს, გადაწყვეტილების მიღების დროს არ უნდა გვახსოვდეს, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფო ინტერესები და ასევე გავითვალისწინოთ ადგილობრივების ინტერესებიც.

რუსთაველები თვლიან, რომ რუსთავი ციხესთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ამ განწყობას მე აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს გუნდში და ვეცდები არც სახელმწიფო ინტერესები დაზიანდეს,"- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს დაანონსებული პენიტენციური დაწესებულება უკვე ექსპლუატაციაში უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა 2020 წლის არჩევნების გამო მშენებლობა შეჩერებულია.

 

დღის ამბები