29 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
Edison Research-ზე ქართული კომპანია მუშაობს, რომელსაც ისინი მალავენ - ირაკლი კობახიძე

"ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კობახიძემ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური რეიტინგებზე განაცხადა, რომ  საველე გამოკითხვა ქართველებმა ჩაატარეს, ამიტომ Edison Research-ის პასუხისმგებლობა არ დგას და ქართული მხარის მიერ არის გაყალბებული შედეგები.

"რაც შეეხება, Edison Research-ს ეს არის საერთაშორისო კომპანია და გვაქვს გამოცდილება კვლევების ჩატარების. ველზე ქართული კომპანია მუშაობს, რომელსაც ისინი მალავენ და რატომაც მალავენ ძალიან კარგად ვიცით.  Edison-ს ჩვენ ვერაფერს დავაბრალებთ, მაგრამ ვინც მუშაობდა ქართულ ველზე ნათელია.

პირველი ნაწილი ჩვენი ციფრის არ არის ერთჯერადად გაყალბებული, ანუ 39 ნაცვლად პირველი 3-იანის ნაცვლად, მეტი უნდა ეწეროს. ეს შემიძლია გითხრათ. ჩვენ 50%-ს კარგად ვართ აცდენილები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები