შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთპიროვნულმა ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა სანქციები დაუწესა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სანქციები მოიცავს მაიკ პომპეოს ანგარიშების გაყინვას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
როგორც რამზან კადიროვი აცხადებს, მისთვის კვლავ გაუგებარი რჩება, რატომ დაუწესა შეერთებულმა შტატებმა მის მეუღლესა და შვილს სანქციები.
20 ივლისს აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.