29 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ვინ ვის ურტყამდა და ვინ იყო ჩართული თავდასხმაში ტოიოტას მგზავრებიდან - მოწმეები გარდაცვლილი სპორტსმენის საქმეზე მეტ დეტალს ამხელენ 

პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა - დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ვადა ერთი თვით გაიზარდა. პროცედურის თანახმად, ორშაბათს ყველა სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, მცხეთის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. წაყენებული ბრალდებების ნაწილში არასრულწლოვნების საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა დაასრულა, თუმცა გამორიცხული არაა დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალი გადაუკვალიფიცირდეთ. 6 არასრულწლოვანის წინა სასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩატარდება.

არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა, გეგმის მიხედვით 31 ივლისს გაიმართება. ერთ თვიანი ვადის ამოწურვამდე ცენტრალური კრიმინალისტური დეპარტამენტი აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებზეა გადასული. გამოძიებამ გაარკვია, რომ ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ამას ამბობს გამომძიებლის პატაკი, რომლიც 21 ივლისით თარიღდება.

მარიამ გოგილაშვილის საცხოვრებელ სახლში ნაძალადევში, 21 ივლის ოპერაცია ჩატარდა, საიდანაც გამოძიებამ ნივთმტკიცებულების სახით მობილური ტელეფონი ამოიღო. გოგილაშვილი კამერებთან არ ჩნდება, მან უარი განაცხადა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისა და გამოკითხვის მოთხოვნაზეც. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულის ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილი გამოკითხვას სასამართლო წესით ელის.

ანი გაბეჩავას დაბადების დღის დაუპატიჟბელი სტუმრისა და სისხლიანი გარჩევის მთავარი ფიგურანტის ადვოკატი ტრადიციულად საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

სანამ ბრალდებულების ადვოკატები დეტალებზე არ საუბრობენ, დაზარალებულებმა ძველ ჩვენებების კონკრეტიზება დაიწყეს. გიორგი ქათამაძე, რომელმაც თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო, ამბობს, რომ ვახო ჩიქოვანი დაპირისპირებების შემდეგ ურეკავდა და ადგილსამყოფელის დასახელებას სთხოვდა, რის შემდეგაც მან კვალის არევის მიზნით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. დაზარალებულს, კარგად ახსოვს, რომ ნიკა ჟვანიას ხელკეტი, კოკო ღიბრაძეს მოხვდა, თავადაც მძიმე დაზიანება მიიღო თავის არეში.

სამი პიროვნება, რომელზეც გიორგი ქათამაძე საუბრობს სავარაუდოდ თავგატეხილი ვახო ჩიქოვანი, მორაგბე აჩიკო გაგნიძე და ერთი არასრულწლოვანია. 

გიორგი მერაბიშვილი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ დიდი დაპირისპირება ავტომაგისტრალზე გიგა ტატიაშვილის მანქანის მოსვლის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ის და მისი მეგობარი ჩხუბში ჩაერთნენ, მაგრამ პირველებს ხელი არავისთვის დაურტყამთ. არასრულწლოვნებისგან განსხვავებით, ბრალდებული თენგო ბარბაქაძე ამბობს, რომ ვახო ახვლედიანს ფიზიკურად გაუსწორდა.

საქმის 21 ტომში დევს ანი გაბეჩავას განახლებული ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ 19 ივნისის დღის 12 საათზე მამამისის მეგობრებმა ის მცხეთაში გამოკითხვაზე წაიყვანეს. მანამდე კი იუბილარი მეგობრებს
თენგო ბარბაქაძეს ირაკლი მუმლაძის, ნ.ც-ს და ლ. შ-ს შეხვდა, ამ შეხვედრაზე განხილული იყო წინა ღამეს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რის შემდეგაც ადგილზე მივიდნენ მამამისის მეგობრებიც. გაბეჩავამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გოდერძი გაბეჩავას მეგობრებმა მის კლასელებთან შაქარაშვილის საქმე გაარჩიეს.

დღის ამბები