29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავს

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის ახალი ბრალდების წარდგენა გამორიცხული არ არის.

"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვნების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიების დასრულება და არსებითი განხილვის სასამართლოში დაწყება ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას.

იმის გათვალისწინებით, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში.  აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები