29 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს განმეორებითი ტესტირების შედეგად COVID-19 არ დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს, განმეორებითი ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა. 

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვი გამოჯანმრთელდა, საავადმყოფოდან გაწერეს და დედასთან ერთად საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

"10 თვის ბავშვს უკვე უარყოფით პასუხი აქვს. გამოჯანმრთელდა და დედასთან ერთად საკარანტინო სივრცეში იმყოფება. ბავშვებს ზოგადად ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ და მალე იკურნებიან, ზოგჯერ 2-3 კვირაში უკვე უარყოფითი პასუხი აქვთ," - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დღის ამბები