29 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ეთნიკური ქისტები შეთანხმდნენ, რომ დაპირისპირებული მხარე მატნის მოსახლეობას შეხვდება და შერიგდებიან

პანკისში ხეობაში მომხდარი დაპირისპირება ამ დროისთვის განმუხტულია. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ეთნიკური ქისტები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ დღის ბოლოს სოფელ მატნის დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შეხვედრა შედგება და მხარეები შერიგდებიან. 

მოლაპრაკებების პროცესში ჩართულები არიან პანკისის ხეობის უხუცესები, ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობდნენ.

მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

დღის ამბები