29 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ფრონტერას" კიდევ ერთი შანსი მივცეთ, გააგრძელონ მუშაობა კეთილსინდისიერად - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლებამ კომპანია "ფრონტერას" კიდევ ერთი შანსი მისცა, გააგრძელოს მუშაობა, თუ ამას კომპანია კეთილსინდისიერად შეძლებს.

"არასდროს ვაპელირებთ ჰაერზე. კონკრეტული გადაწყვეტილება, სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის რომლშიც გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, ამის ფარგლებში გვაქვს უფლება, მათთან კონტრაქტი გავწყვიტოთ. ორ ნაწილად არის კონტრაქტი გაყოფილი, 99% ტერიტორიები და 1% სადაც მიმდინარეობდა მუშაობა.

99% უპირობოდ არის გადმოცემული და მათ აღარ აქვთ უფლება ამის მოთხოვნის, თუმცა ის 1 % რომლის უფლებაც ჩვენ გვაქვს, რომ გამოვიყენოთ და გავწყვიტოთ ამ კუთხითაც კონტრაქტი, ამაზე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მივცეთ კიდევ ერთი შანსი "ფრონტერას" თუ მათ რეალურად სურთ გააგრძელონ მუშაობა კეთილსინდისიერად, გადაიხადონ ხელფასები და ვალდებულებები, რაც მათ გააჩნიათ. თუმცა, მათი განცხადება, რომ ისინი არ აპირებენ ამის გაკეთებას, კიდევ ერეთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი არც არასდროს გეგმავდნენ რეალურად სამუშაოს წარმოებას.

ეს იყო მათთვის ბერკეტი, თუნდაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, სპეკულირება მოეხდინათ ამ საკითხის და პირველ რიგში წარმოეჩინათ, თითქოს დავა წააგო ხელისუფლებამ, რაც აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და შემდეგ უკვე უარი თქვან იმ შეთავაზებაზე, რაც პირველ რიგში მოიაზრებს, რომ, თუ მათ სურვილი აქვთ რეალურად საქმე გააკეთონ, არის ჩვენი შეთავაზება, გააგრძელონ,"- განაცხადა კახა კუჭავამ "დღის კურიერში" საუბრისას.

დღის ამბები