29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"საბოლოო ვერსიამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს"  - დავით ზალკალიანი აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტზე

შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი ოპოზიციასა და მმართველ ფგუნდს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზია.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსიამ, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და ოპოზიციის მცდელობას, რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში.

"სენატის ვერსია, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის არის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს როლის რეგიონში. თავდაპირველად, სხვადასხვა შესწორების გამოყენებას შეეცადნა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოო ვერსიამ, რომელიც დღეს დამტკიცდა, წერტილი დაუსვა სპეკულაციებს და მათ მცდელობას, ვიწყო პარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში,"-აცხადებს დავით ზალკალიანი. 

წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც, ასევე, შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს.

დღის ამბები