29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება - გიორგი გახარია

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სისტემური განახლება რაც იყო, იყო რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. 

გამოძიების გამიჯვნის ფუნქცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებებიც მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. 

კომუნიკაცია მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ, სამწუხაროდ, ისევ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები