29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ეს მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა, აზერბაიჯანსა და საქართველოს პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება - პრემიერი აზერბაიჯანული გამოცემის სტატიაზე

საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, ეს მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა, რაც შეეხება აზერბაიჯანსა და საქართველოს, ისინი სტრატეგიული პარტნიორები არიან და შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს.

"საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. თუ ეს ფოტო ნანახი გაქვთ, ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიასაშუალება haqqin.az-ის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სერბეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

დღის ამბები