29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა.

მისი შექმნის მიზანი რეგიონში პირველი, საერთაშორისო გამოცდილებებზეა დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისთვის ბაზის შექმნაა.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით.

"მე ნამდვილად ვამაყობ, რომ გავხსენით კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკა. ეს მეგობრობის და თანამშრომლობის ნიშანია, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის,"-აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

"ეს კლინიკა არის კიდევ ერთი ძლიერი და შთამბეჭდავი მაგალითი ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის. მინდა წარმატებები ვუსურვო პერსონალს, ვინაიდან თითოეული პროფესიონალი იძენს განუზომელ მნიშვნელობას, როდესაც საქმე ეხება რეაბილიტაციას,"-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები