29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
მსგავსი ინტერპრეტირებით კითხვის დასმის შესაძლებლობა არ უნდა გქონდეთ, საზოგადოება უნდა იყოს იმდენად ინფორმირებული - გახარია ბაჩალიაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად უნდა მიეწოდოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ამის შესახებ დავალება შესაბამის ორგანოებს უკვე მისცა. 

"მე გუშინ რაც ვთქვი მთავრობის სხდომაზე სწორედ გულისხმობდა იმას, რომ თქვენ მსგავსი ინტერპრეტირებით კითხვის დასმის შესაძლებლობა არ უნდა გქონდეს, საზოგადოება უნდა იყოს იმდენად ინფორმირებული. აქ გარკვეული სივრცე შეიძლება არსებობს, ეს ვუთხარი მე და ეს გამოსწორდება,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები