29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ცუდი არის ის, რომ ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა სულ უფრო ღრმავდება და დოკუმენტი, რომელიც სენატმა მიიღო გიორგი გახარიას განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია. 

"ცალკეულ ჩვენ მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰონდეთ და მათ, როგორც საქართელოს მეგობრებს, აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის. ხედავთ რომ, დროთა განმავლობაში ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება.

ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა, პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ყველა სახის პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. 

დარწმუნებული ვარ, ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს, შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების მხრიდან,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აშშ-ის სენატმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცდა. დოკუმენტის ეს ვერსია შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხებს.

დღის ამბები