29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
აშშ-ს სანქციების პარალელურად, პუტინმა კადიროვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კადიროვზე სანქციების დაწესება უძღოდა.

ჩეჩნეთის ლიდერი სამხედრო წოდების მინიჭების განკარგულებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის.

"მე ვარ პრეზიდენტის ერთგული ქვეითი ჯარისკაცი, რომელიც მზად არის, შეასრულოს მისი ნებისმიერი სირთულის ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე", - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

რამზან კადიროვსა და მის ოჯახს ვაშინგტონმა სანქციები 4 დღის წინ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, წამებისა და მკვლელობებისთვის დაუწესა.

დღის ამბები