29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 21-დან 23 აგვისტოს ჩათვლით ჯაზის მოყვარულებს ბათუმში უმასპინძლებს  

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ტრადიციას არც წელს დაარღვევს და მსოფლიო პანდემიის მიუხედავად 21-დან 23 აგვისტოს ჩათვლით ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად ბათუმში უმასპინძლებს. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალი სრულად ქართველი შემსრულებლებით იქნება დაკომპლექტებული, მსმენელს საშუალება ექნება შეხვდეს ისეთ შემსრულებლებს, როგორიცაა ნინო ქათამაძე და სტეფანე. 

საკონცერტო პროგრამას 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე პროექტით - Giorgi Mikadze Micro BeatZ გახსნის. რის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე წარდგება. ასევე ჰედლაინერი სტეფანე მღებრიშვილი და მუსიკოსიც ახალ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ პროექტს ამზადებს, რომელიც მხოლოდ ერთხელ და 22 აგვისტოს შავი-ზღვის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში შესრულდება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ბათუმში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაწესებული შეზღუდვების მიხედვით გაიმართება. 3 დღიანი მუსიკალური ზეიმი კი ასევე შიდა ტურიზმის წახალისებასა და პანდემიის გამო დაზარალებული ქართული მუსიკალური ინდუსტრიის მხარდაჭერას ემსახურება.

რიგით მე-14 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 23 აგვისტოს Young Georgian Lolitaz და ჯგუფი Moku Moku კონცერტით დასრულდება. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

 

დღის ამბები