29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
აღნიშნული პირი შემოსვლის მომენტში საზღვარზე გატესტვისას COVID უარყოფითი იყო - ნინო ნიჟარაძე ბათუმის რედისონში დაფიქსირებულ COVID-19-ზე

აჭარაში გამოვლენილ COVID-19-ის შემთხვევას, რომელიც ბათუმის "რედისონში" მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეს დაუფიქსირდა, ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში ეხმაურებიან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირი შემოსვლის მომენტში გაიტესტა საზღვარზე და მაშინ შედეგი ნეგატიური აღმოჩნდა:

"ნებისმიერი ტიპის საქმიანობისათვის შემომსვლელი პირი თავისუფალ რეჟიმში ცხოვრობს, განაგრძობს თავის საქმიანობას, საზღვარზე იტარებს PCR დიაგნოსტიკას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ და ჩვეულებრივ არის მეთვალყურეობის ქვეშ, ეს აღნიშნული პირი შემოსვლის მომენტში გაიტესტა საზღვარზე, იყო უარყოფითი და შემდგომი გეგმიური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა დადებითი," - აცხადებს  ნინო ნიჟარაძე.

დღის ამბები