29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
შსს-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ორგანიზებით ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაციას შვილმკვდარი მშობლები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი შეურთდა. ისინი საკუთარი შვილების ნიკა პავლიაშვილის, ზურა ხუციშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გამოძიებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე სოლიდარობას უცხადებენ და უსამძიმრებენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და სამართალდამცავ ორგანოსგან გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს საქმისა, ასევე ბოლო დროს მომხდარი სხვა გახმაურებული საქმეების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას განცხადებით, ხელისუფლება კრიმინალებთან არის კოჰაბიტაციაში და ახალგაზრდების მკვლელობებზე ეფექტიან რეაგირებას არ ახდენს.

კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასაც მოითხოვს.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

დღის ამბები