29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ლილოს ბაზრობაზე და ქუთაისის ბაზარში ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება - ამირან გამყრელიძე

ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარისას განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებთან კავშირები გამოვლინდა. 

"იგეგმება ფართომასშტაბიანი სკრინინგი ლილოს ბაზრობაზე. ბოლო დღეებში ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გამოიკვეთა გარკვეული კავშირები ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანებთან. ამიტომ, დღეს უკვე ჩატარდა გამოკვლევა, დაახლოებით 30 ადმიანის და ხვალიდან უკვე ფართომასშტაბიანი კვლევები იქნება," - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი ფართომასშტაბიანი სკრინინგის ჩატარება ქუთაისის ბაზარშიც იგეგმება. საუბარია 61 წლის ქალის კონტაქტების კვლევაზე, რომელსაც კორონავირუსი, დაუდასტურდა. პაციენტი ქუთაისის ბაზარშია დასაქმებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი დავალება უკვე მისცა ქუთაისის დეპარტამენტს. 

"ქუთაისის დეპარტამენტს მივეცით შესაბამისი დავალება, რომ მოახდინონ შესწავლა და შესაძლებელია, რომ იქაც დაიგეგმოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის," - განაცხადა ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები