29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-ს ვერსიებში ცდომილებებს ხედავს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ერთადერთ ვერსიად თვითმკვლელობა არ განიხილება. გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადების გაკეთებისას ცდომილებები დაინახა.  

"ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ვერსია არის ერთადერთი ვერსია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თვითმკვლელობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დამოუკიდებელად ასრულებს, მასზე შეიძლება ზემოქმედება განახორციელოს ნებისმიერმა ადამიანმა.

ბრიფინგს მოვუსმინე და არის ცდომილება, რომ რაღაც 15 კილომეტრი ემატება, რაღაც გარკვეულწილად, ცდომილება არის, რომ გარემო მისთვის საკმარისი არ იყო, რაღაც ადგილებს უთითებს. ცოტა გაურკვევლად საუბრობდა ბატონი ჭელიძე და თითქოს ცდილობდა გაემართლებინა ის 5 დღიანი ვადა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები