29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხში თამარ ბაჩალიაშვილის საქმიანობასა და კიბერუსაფრთხოების თუ სპეცსამსახურების საქმიანობის ნაწილში კავშირს ვერ ხედავს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხში ლაშა პატარაია ეხმაურება.

პირველადი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, ის ვერ ხედავს კავშირს თამარ ბაჩალიაშვილის საქმიანობასა და კიბერუსაფრთხოების, თუ სპეცსამსახურების საქმიანობის ნაწილში.

ექსპერტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"მაინტერესებდა თამარის პროფილი, იყო თუ არა დაკავშირებული უშუალოდ კიბერუსაფრთხოებასთან. თანამშრომლების უმეტესობა არიან დეველოპერები, ანუ პროგრამული ინჟინერები და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები.

ის, რომ აქ დამენახა, მე პირადად, იმ ინფორმაციით, რაც მე ხელთ მქონდა, წყაროების სახით კიდევ ერთხელ, რომ ეს არის რაღაც კონსპირაციული ჯგუფი, რომელიც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, რაღაცა შეიძლება კამპანიაში იყო ჩართული და რამე ინფორმაციას წააწყდნენ და ამიტომ დაზარალდა, ამის ინდიკატორები მე ამ ეტაპზე ვერ დავინახე," - აცხადებს ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაია.

დღის ამბები