29 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
მიმოწერები გიორგი შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომიდან და კაკი ჩქარეულის სახელი - შსს-ში ანი გაბეჩავა ისევ დაკითხეს

რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ანი გაბეჩავამ.

საბედისწერო წვეულების მასპინძელს საგამოძიებო უწყებაში ვიდეო ჩანაწერები დაათვალიერებინეს. ასევე, გაბეჩავა საინტერესო, გამოძიებისთვის საქმის მე-20 ტომის მიმოწერების გამო გახდა. ანი გაბეჩავა რამდენიმე ფიგურანტს ესაუბრება, მათ შორის, ფოტოგრაფსაც და ახსენებენ კაკი ჩქარეულს, რომელიც საქმეში აქამდე არ ფიგურირებდა.

"კურიერის" ინფორმაციით, კაკი ჩქარეული არის ზედმეტსახელი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის. ის 18 ივნისის ღამეს ტოიოტა ქამრით გადაადგილება. არ არის გამორიცხული რომ მას განზრახ მკვლელობის მუხლითაც წარუდგინონ ბრალი რადგან ის ერთ-ერთია, რომელსაც არასრულწლოვანი ზ.ხ თავის ჩვენებაში ახსენებს და ამბობს, რომ სწორედ ეს არასრულწლოვანი მისდევდა გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ.

"ეს ვიდეოჩანაწერები არის იმ ღამის, რომელიც გამოძიებას აქვს საქმის მასალებში შესაბამისად მოხდა, ამ ვიდეოკამერების დათვალიერება.

აღნიშნული მიმოწერა განახორციელა გაბეჩავამ მეორე დღეს 19 ივნისს დილის საათებში, როდესაც მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის დაკარგვისა და გაუჩინარების შესახებ.

მან უბრალოდ იცოდა მხოლოდ ჩხუბის შესახებ და იგი ცდილობს თავისი ძალებით გაარკვიოს, თუ სად არის გიორგი შაქარაშვილი

რა კითხვაც დაუსვა გამოძიებამ, გასცა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პასუხი," - აცხადებს ანი გაბეჩავას ადვოკატი თათია მანეჟაშვილი.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები