29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე "ლელო საქართველოს" გუნდს შეუერთდა

"ლელო საქართველოს" გუნდს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეუერთდა. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 8 წლის შემდეგაც "ქართული ოცნება" ვერ ასრულებს დანაპირებს და მათი გუნდის წევრები ცდილობენ, ბრძოლა სამართლიან პლატფორმაზე განაგრძონ. 

"გავიდა 8 წელი და ყველამ ერთად დავინახეთ, რომ არა თუ რაიმე განხორციელდა, არამედ ქვეყანა იქნა ღრმა ძილში მიცემული, ქვეყანა პრაქტიკულად გააჩერეს, დაამუხრუჭეს. დღეს ჩვენ პარტიას უერთდება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და დღეიდან უკვე ლელოს აქტიური წევრი და თანამებრძოლია, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებეთ ბრძოლას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები