29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
აშშ ვერასოდეს შეეგუება რუსეთის შეტევას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უელესის დეკლარაციის ხელმოწერიდან 80-ე წლისთავთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში, რომელსაც ხელს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს, წერია, რომ აშშ ვერასოდეს შეეგუება რუსეთის შეტევას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

"შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის იძულებით მიერთებას, ისევე როგორც ვერასოდეს შეეგუება რუსეთის შეტევას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელსაც ის ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთით თავისი დესტაბილიზატორი მარიონეტების მხარდაჭერით ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით ცდილობს," – ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები