29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს საქართველოში გამოვლენილი 12 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

"დაგვემატა 12 ახალი დადასტურებული შემთხვევა - სულ 1085 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა და  საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 911-ია. ამ მონაცემების გათვალისწინებით, COVID ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. 5 პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან, 2 კი იმპორტირებულია. სამი ინფიცირებულის წყაროს მოძიება გრძელდება," -განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 30 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენს ცენტრში გუშინ გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, მათგან არავინ არ გამოჯანმრთელებულა. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა და გვყავს 30 დადასტურებული პაციენტი. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, ერთი კი გაჩიანის წყაროდანაა.

ორივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მძიმე პაციენტია, თუმცა, მათთან სტაბილიზაცია მიღწეულია, მესამე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, ალბათ, ასე გაგრძელდება,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები