29 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ინფექციური კლინიკის ახალი შენობისთვის 40 მილიონამდე ლარი გამოიყოფა - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ინფექციური კლინიკის ახალი შენობის ასაშენებლად ან შეძენისთვის 40 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გამოსავალი. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია, ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით.

ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური, რომელიც არამხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, უწევდა კონსულტაციებს. 

ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე გამართული ინფექციური კლინიკა, ამისთვის მთავრობის სხდომაზე მივიღებთ დღეს გადაწყვეტილებას, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა, შენობის აშენება ან შეძენა იქნება,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები