29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
საბერძნეთში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია - არსებობს ხანძრის სამხედრო ბანაკზე გავრცელების საშიშროება

საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. უსაფრთხოების მიზნით უკვე განხორციელდა ხანძრის კერასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია.

არსებობს ხანძრის სამხედრო ბანაკზე გავრცელების საშიშროება, სადაც ფეთქებადი საშუალებები ინახება.

ხანძრის ლოკალიზების პროცესში ასამდე მეხანძრე, მოხალისეები და რამდენიმე ვერტმფრენი მონაწილეობს. ზარალისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. 

დღის ამბები