კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირიდა ოკუპირებულ აფხაზეთში. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით "კოვიდ-19" სოხუმის საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მეორე ინფიცირებული კი სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაოდ იყო ჩასული.
ის ჯანმრთელობის პრობლემებით სოხუმის საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა ოჯახის მოთხოვნით სოჭში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.
ოკუპანტი რეჟიმის ინფორმაციით, სოხუმის სამედიცინო დაწესებულებას დეზინფექცია ჩაუტარდა.